აზერბაიჯანმა ირანიდან და უკრაინიდან შინაური ფრინველის პროდუქტების იმპორტი შეზღუდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სურსათის უვნებლობის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, უკრაინის დონეცკის ოლქის ვოლნოვახას რაიონსა და ირანის რამდენიმე პროვინციაში ძლიერი პათოგენური ფრინველის გრიპი დაფიქსირდა.
„ამასთან დაკავშირებით, დაწესებულია დროებითი შეზღუდვა ყველა სახის ცოცხალი შინაური ფრინველისა და ფრინველის პროდუქციის იმპორტზე უკრაინის დონეცკის რეგიონიდან და ირანის ისლამური რესპუბლიკის ქირმანშაჰის, ხუზისტანისა და დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციებიდან“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.