რომელ კვების ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების გამო

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა შპს „პრემიერში“ (მის: დიღმის მასივი მე-2 კვ, მე-13 კორპ.) სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. უწყების ცნობით, კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესსექტორს, დაიცვას სურსათის უვნებლობისადმი არსებული კანონის მოთხოვნები, ხოლო მომხმარებელს - დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს და აცნობოს ცხელ ხაზს - 1501.

ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.