Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2850 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2850 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2845 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 11 თებერვალს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2950 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9965 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.