2020 წელს ვენესუელაში ინფლაციამ 3 000%-ს მიაღწია

ვენესუელაში 2020 წელს ინფლაციამ თითქმის 3 000%-ს მიაღწია. აღნიშნულ მონაცემებს ქვეყნის ცენტრალური ბანკი საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

ბანკის მონაცემებით, ინფლაციამ 2020 წელს ოფიციალურად შეადგინა 2 959,8%. ფასების მინიმალური მატება დაფიქსირდა მარტში (13,3%), ხოლო მაქსიმალური დეკემებრში (77,5%).

გასული წლის თებერვალში ვენესუელას ცენტრალურმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინფლაციამ 2019 წელს შეადგინა 9 585,5%.

ცნობისთვის, ბოლო წლებში ვენესუელა განიცდის უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს, რომელსაც თან სდევს ჰიპერინფლაცია, ეროვნული ვალუტის დევალვაცია და პირველადი მოხმარების პროდუქციის დეფიციტი. გაეროს მონაცემებით, ქვეყანა დატოვა 4,5 მილიონმა ადამიანმა, მათგან 80% რეგიონის ქვეყნებშია განაწილებული.

კოკა კვირკველია