ვინ არის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა „სელფ-მეიდ“ მილიარდერი

გაცნობის სერვისის Bumble-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი 31 წლის უიტნი ვულფ ჰერდი, მისი კომპანიის აქციების პირველადი განთავსების - IPO-ს შემდეგ გახდა ყველაზე ახალგაზრდა ქალი მილიარდერი, რომელმაც კაპიტალი დამოუკიდებლად მოიპოვა, წერს Forbes.

Bumble-ის აქციებით ვაჭრობა 11 თებერვალს Nasdaq-ზე დაიწყო. IPO-ს დაწყებისას ერთ ერთეულ აქციაზე ფასმა 43 დოლარი შეადგინა, თუმცა პირველივე ვაჭრობისას მისი ფასი 85%-ით 79,6 დოლარამდე გაიზარდა, შედეგად კი კომპანიის საბაზო ღირებულებამ შეადგინა 15 მილიარდი დოლარი.

უიტნი ვულფ ჰერდს ეკუთვნის კომპანიის აქციების 12% (21,54 მლნ აქცია). მისი ქონება კი IPO-ს შემდეგ Forbes-მა 1,6 მილიარდ დოლარად შეაფასა. ამდენივეთი აფასებს ჟურნალი მსოფლიოში ორი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის ქონებასა- 25 წლის ალესანდრა ანდერსენის და მისი დის 26 წლის კატარინა ანდერსენის კაპიტალს, თუმცა ჰერდისგან განსხვავებით, მათ კაპიტალი მემკვიდრეობით მიიღეს მამისგან.

2019 წელს Forbes-მა ყველაზე მდიდარ ახალგაზრდა ქალად 21 წლის ამერიკელი მოდელი ქაილ ჯენერი დაასახელა, რომლის ქონებაც მილაირდს გადასცდა, თუმცა ახლა ის ახალგაზრდა მილიარდერებს შორის არ ირიცხება.

Bumble - ეს არის გაცნობის სერვისი. ის კონკურენტებისგან განსხვავდება იმით, რომ აქ კავშირზე პირველი ქალები გამოდიან.

თავად ვულფ ჰერდი კი ერთ-ერთი დამფუძნებელია კომპანიის Tinder. 2014 წელს მან კომპანია მას შემდეგ დატოვა, რაც მის ყოფილ უფროსს სექსუალური შევიწროვების გამო უჩივლა. Tinder-ში ბრალდებები უარყვეს და კონფლიქტი მალევე მოაგვარეს.

Tinder-დან წასვლის შემდეგ კი ვულფ ჰერდმა რუს მილიარდერ ანდრეი ანდრეევთან ერთად დააარსა გაცნობის სერვისი Badoo და შექმნეს აპლიკაცია Bumble.

2019 წელს ამ სერვისის საკონტროლო პაკეტი შეიძინა კერძო საინვესტიციო კომპანიამ Blackstone Group. ანდრეევმა მიჰყიდა Blackstone-ს ჰოლდინგ MagicLab-ის საკონტროლო პაკეტი, რომელიც თავის მხრივ, ფლობდა სერვისებს Bumble, Badoo, Chappy და Lumen. კონტრაქტის თანახმად, MagicLab შეფასებული იყო 3 მილიარდ დოლარად. გაყიდვის შემდეგ MagicLab-ს ეწოდა Bumble, ხოლო ჰერდი გახდა მისი გენერალური დირექტორი.

კოკა კვირკველია