წელიწადზე მეტია, მესმის ეს კითხვები, როდის მიდიხართ, დღეს, ხვალ, გუშინ ხომ არ წახვედით, ჯერჯერობით მოვდივარ, ხომ ხედავთ?! - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, როდემდე აპირებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩენას.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თემაზე საუბარი უკვე მომაბეზრებელი და იუმორის ნაწილი გახდა.
„ეს არის ჩვეულებრივი ჭორები, რომელიც უკვე მომაბეზრებელი გახდა. ხომ შეიძლება რაღაც საინტერესო, შინაარსობრივ თემებზე ვისაუბროთ, ხომ არ შეიძლება, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჟურნალისტებთან რამდენჯერაც დავდგები, კითხვა იყოს, როდის მიდიხართ ან როდის გადადგებით? უკვე იუმორის ნაწილი გახდა ეს ყველაფერი“, - განაცხადაა გიორგი გახარიამ.