2020 წელს დიდი ბრიტანეთის მშპ რეკორდულად, 9.9% -ით შემცირდა

გაერთიანებული სამეფოს მშპ 2020 წელს 9.9%-ით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა 1920 წლის შემდეგ. ამის შესახებ ნათქვამია გაერთიანებულ სამეფოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (ONS) მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

დეპარტამენტის ცნობით, ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდა, რამაც ორჯერ გამოიწვია ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზომების შემოღება. შედეგად მოხდა ეკონომიკური აქტივობის მკვეთრი ვარდნა.

ამავე დროს, დეკემბერში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები კვლავ მოქმედებდა, ბრიტანეთის ეკონომიკამ 1.2% -იანი ზრდა აჩვენა. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ამან თავიდან ააცილა ქვეყანას ორმაგი რეცესია 1970-იანი წლების შემდეგ, ანუ როდესაც მშპ მოკლევადიან პერიოდში - ორ კვარტალში ორჯერ შემცირდა.