STARBUCKS, SONY, Google - ცნობილი ბრენდები, რომლებსაც წარმატების მისაღწევად სახელები შეუცვალეს

ბრენდის სახელი შესაძლოა, ბიზნესის ან პროდუქტის როგორც წარმატების, ასევე წარუმატებლობის მიზეზი გახდეს.

მსგავს პრაქტიკას მსოფლიოში ხშირად მიმართავენ. დროთა განმავლობაში კი ძველი სახელი, რომელიც წარუმატებლობასთან ასოცირდება, აღარავის ახსოვს. მაგალითად, შოკოლად “სნიკერსს“ ადრე “მარათონი“ ერქვა.

Google, ყოფილი BackRub

1996 წელს, როდესაც დამფუძნებლები ლარი პეიჯი და სერგი ბინი სტენფორდში თანამშრომლობდნენ, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემას, Google- ს, თავდაპირველად BackRub დაარქვეს,

მაგრამ ინფორმაციის ლაბირინთი ერთი წლის შემდეგ, 1997 წელს ოფიციალურად დარეგისტრირდა როგორც Google.com.

Google ეს არის დიდი რიცხვი 10100. ათობითი სისტემაში იგი იწერება როგორც რიცხვი 1, რომელსაც მოჰყვება ასი ნული: 10,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000,​000.

Subway ყოფილი Pete’s Super Submarines (პიტის სუპერ წყალქვეშა ნავები)

ყველასთვის საყვარელ სენდვიჩ კაფეს წლების წინ სხვა სახელი ჰქონდა. 1965 წელს დღევანდელი Subway “პიტის სუპერ წყალქვეშა ნავების“ სახელით გაიხსნა.

თუმცა, სახელი მალევე შეცვალეს Subway- ით და ლოგოც გადააკეთეს.

Playboy ყოფილი Stag Party

თავდაპირველად ჟურნალის დამფუძნებელმა გამოცემას "ბაკალავრის წვეულება"- Stag Party დაარქვა. თუმცა, ძალიან მალე სახელწოდება Playboy-ით შეიცვალა და ამის მიზეზი არავინ იცოდა.

მოგვიანებით დამფუძნებელმა ერთ-ერთ გამოცემასთან აღიარა, რომ მან ჟურნალი Stag– სგან წერილი მიიღო. ისინი მას საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდნენ და მოითხოვდნენ სახელწოდების შეცვლას.

Playboy- ის პირველი ნომერი 1953 წელს გამოიცა.

Pepsi-Cola ყოფილი Brad’s Drink

სანამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამაგრილებელი სასმელი ცნობილი გახდებოდა, პეპსი-კოლას ბრენდის სასმელს უწოდებდნენ.

სასმელის შემქმნელმა ქალებ ბრედემმა თავდაპირველი სახელი მასთან გააიგივა. ქალებმა "ბრედის სასმელი" 1893 წელს გამოიგონა, ხუთი წლის შემდეგ კი Pepsi Cola დაარქვა. ქელებს სწამდა რომ, პეპსი-კოლა იყო არა მხოლოდ გამაგრილებელი სასმელი, არამედ სასარგებლო იყო ჯანმრთელობისთვის და საჭმლის მონელებას უწყობდა ხელს.

Yahoo, ყოფილი Jerry’s Guide to the World Wide (ჯერის სახელმძღვანელო მსოფლიო ქსელში)

სტენფორდის სტუდენტებმა ჯერი იანგმა და დევიდ ფილომ თავდაპირველად Yahoo– ს გრძელი და უცნაური სახელი უწოდეს, ეს იყო “ჯერის სახელმძღვანელო მსოფლიო ქსელში“. მაგრამ ისინი მალე მიხვდნენ, რომ კომერციული თვალსაზრისით მოკლე და დასამახსოვრებელი სახელი უნდა მოეფიქრებინათ და არჩევანი Yahoo -ზე შეაჩერეს.

Nissan ყოფილი Datsun

1981 წლამდე იაპონიის საავტომობილო Nissan– ის სატვირთო მანქანებს რეკლამირებდნენ შეერთებულ შტატებში Nissan– ის ბრენდით, ხოლო მცირე ზომის მანქანებს Datsun– ის ბრენდით. მხოლოდ მაშინ, როდესაც კომპანიამ მილიონობით მანქანა გაყიდა მსოფლიოში, გადაწყვიტა დაეთმო სახელი Datsun, რომელიც მოდის იაპონური სიტყვიდან dat, რაც ელვის სისწრაფეს ნიშნავს.

Starbucks ყოფილი Starbucks Coffee, Tea and Spice

თავდაპირველად, 1971 წელს რამდენიმე კომპანიონმა Starbucks Coffee, Tea and Spice დააარსა. მოგვიანებით უთანხმოების გამო Starbucks- ის აღმასრულებელი დირექტორი ჰოვარდ შულცი ბიზნესიდან წავიდა და შექმნა საკუთარი Starbucks-ის ყავის ქსელი სახელწოდებით Il Giornale. რამდენიმე წლის შემდეგ მან შეიძინა ორიგინალი ბიზნესი და გადაწყვიტა Starbucks სახელის აღორძინება.

“სნიკერსს“ დიდ ბრიტანეთში ადრე “მარათონს“ უწოდებდნენ

შოკოლადის მწარმოებელი „სნიკერსს“ მსოფლიოში ერთი სახელწოდებით არ ყიდდა. დიდ ბრიტანეთში შოკოლადს 1990 წლამდე „მარათონი“ ერქვა. 1990 წლის შემდეგ „სნიკერსით“ ჩაანაცვლეს.

Sony ყოფილი Tokyo Tsushin Kogyo

Tokyo Tsushin Kogyo სატელეკომუნიკაციო კომპანია 1946 წელს დაარსდა როგორც რადიო მიმღების სარემონტო მაღაზია და დროთა განმავლობაში იაპონიის პირველი ტრანზისტორი რადიო და მსოფლიოში პირველი ტრანზისტორი ტელევიზია გახდა.

კომპანიის სახელი 1958 წელს Sony- ით შეიცვალა. Sony ლათინური სიტყვის Sonus- ის კომბინაციაა.

თეონა რამაზაშვილი