საზოგადოება მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ბიზნესმენებს, ტექნიკის გიგანტებს, მეწარმეებსა და სხვა სფეროს მოღვაწეებს უკვე იცნობს. ელონ მასკისა და "ამაზონის" დამფუძნებლის, ბეზოსის ფონზე, შესაძლოა, უმაღლესი პოლიტიკოსების ცხოვრება არცთუ ისე საინტერესოდ ჩანდეს. თუმცა, ნამდვილად საინტერესოა ვიცოდეთ მათ შესახებ, ვინც სახელმწიფოს მართავს და პოლიტიკური სტრატეგიების შემოქმედთა რიგებშიც დიდი გავლენებით სარგებლობს.
მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სახელმწიფოს ლიდერის პოზიციას ვლადიმირ პუტინი იკავებს. მართალია, ლიბიის მმართველს მუამარ კადაფს სიცოცხლეში მასზე მეტი პირადი ბიუჯეტი გააჩნდა, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ უცნობია, თუ როგორ გადაანაწილა ოჯახმა ფული. მუამარ კადაფი 200 მილიარდ დოლარს ფლობდა.
მიმოვიხილავთ პოლიტიკოსებს და მმართველებს, რომლებმაც მართლაც დიდი ოდენობით კაპიტალის დაგროვება შეძლეს. თუმცა, ზოგი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის.
ვლადიმერ პუტინი: 200 მილიარდი დოლარი
ყველაზე მდიდარი ლიდერის ჯილდო ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის. 2018 წელს რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ხელფასი 8.6 მილიონი რუბლი იყო, რაც 116,000 დოლარის ექვივალენტია.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი პოლიტიკური ლიდერის პოსტს უკვე წლებია იკავებს. მის შესახებ მედია აქტიურად წერს. რა თქმა უნდა, ფინანსებთან ერთად მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება რუსეთის მმართველობის სტილი და საკანონმდებლო ცვლილებები.
ბოლოს, ივლისში მიღებული ახალი კანონი პუტინს საშუალებას მისცემს ქვეყნის მმართველობა 2036 წლამდე გააგრძელოს.
ჰოსნი მუბარაქი: 70 მილიარდი დოლარი
ეგვიპტის პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას 30 წლის განმავლობაში მართავდა, 2011 წელს “არაბული გაზაფხულის“ საპროტესტო გამოსვლების შემდეგ პოსტიდან გადააყენეს. იმავე წელს ABC News- მა და Guardian- მა განაცხადეს, რომ “პოლიტიკოსმა ეგვიპტელ ხალხს 70 მილიარდი დოლარი მოპარა“, თუმცა Washington Times- ის ანგარიშში ნათქვამია, რომ თანხა შესაძლოა, 700 მილიარდი დოლარიც კი ყოფილიყო.
ალი აბდულა სალეჰი: 64 მილიარდი დოლარი
1990-დან 2012 წლამდე მოქმედ იემენის პრეზიდენტს ხშირად კორუმპირებულ ფიგურად მოიხსენიებდნენ. “არაბული გაზაფხულის“ საპროტესტო გამოსვლების შემდეგ სალეჰს წარმოუდგენელი ოდენობის თანხების მოპარვაში ადანაშაულებდნენ.
2015 წელს, გაეროს უსაფრთხოების საბჭოსთვის წარდგენილ მოხსენებაში მისი წმინდა ქონება 64 მილიარდ დოლარად შეფასდა.
იბრაჰიმ ბაბანგიდა: 22,7 მილიარდი დოლარი
იბრაჰიმ ბაბანგიდა, ნიგერიის კიდევ ერთი ლიდერი, რომელმაც მილიარდობით ეროვნული ფული მიითვისა, ქვეყნის პრეზიდენტი 1985 წლიდან 1993 წლამდე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, 1992 წლის ყურის ომის დროს სამხედრო გენერალმა ნიგერიის ბუნებრივი რეზერვიდან 12,4 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობი გაყიდა. იგი 22,7 მილიარდ დოლარს ფლობს.
სილვიო ბერლუსკონი: 9 მილიარდი დოლარი
სილვიო ბერლუსკონი, რომელიც იტალიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას 1990-იან, 2000-იან და 2010-იან წლებში ასრულებდა, მედიის ყურადღების ცეტრში ხშირად ექცეოდა.
2014 წელს ბერლუსკონის ქონება 9 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მაგრამ თაღლითობის მუხლით წარდგენილი ბრალდების და რამდენიმე სასამართლო პროცესის შემდეგ მისი ოჯახის სიმდიდრე 5,3 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
ადოლფ ჰიტლერი: 6,5 მილიარდი დოლარი
ადოლფ ჰიტლერის ქონება 1,1 მილიარდი რეიხსმარკი იყო, რაც დღევანდელი კურსით 6,5 მილიარდი დოლარია. ასევე მილიონობით დოლარი გამოიმუშავა წიგნის, Mein Kampf-ის გაყიდვით.
კიმ ჩენ ინი: 5 მილიარდი დოლარი
ჩრდილოეთ კორეის ამჟამინდელი მეთაური კიმ ჩე ინი დიდძალ ქონებას და უამრავ ფუფუნების საგანს ფლობს. მათ შორის ათეული მილიონით შეფასებულ სუპერ იახტას, ავტომობილებს და ა.შ.
ცნობილია, რომ ოფიციალურად მისი ქონება 5 მილიარდ დოლარს შეადგენს. არაოფიციალურად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი წმინდა ქონება ბევრად მეტია და ასეულობით მილიარდი დოლარის ექვივალენტია.
წყარო: lovemoney.com