1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2888 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2888 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2888 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2950 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0062 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9824 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9965 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0141 შეადგინა.