5 თვის განმავლობაში საქართველოში შემოტანილი 72 ათას კგ-ზე მეტი დაავადებული კარტოფილი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდა. თან, ყველა თურქეთში. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში 47 950 კგ კარტოფილი თურქეთში დაბრუნდა, მიმდინარე წლის თებერვალში კი, 24 500 კგ. პირველ შემთხვევაში მიზეზი პროდუქტში აღმოჩენილი კიბოს დაავადება გახდა, ხოლო მიმდინარე თვეში - საკარანტინო მავნე ორგანიზმის არსებობა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა რაოდენობის კარტოფილს ყიდულობს საქართველო და ამასთან, როგორია ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს 17,980 ტონა (3,565 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა.
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც 2020 წელს საქართველომ პროდუქტის იმპორტი განახორციელა, ასე გამოიყურება: