პლანშეტი და სამზარეულოს კომბაინი - ტექნიკა, რაზეც პანდემიის დროს მოთხოვნა ყველაზე მეტად გაიზარდა

კოვიდ პანდემიის გამო თითქმის ერთი წელია, ტექნიკის მაღაზიებს სხვადასხვა შეზღუდვებით უწევთ ფუნქციონირება. გასულ წელს, მარტის დასაწყისიდან მაისის ჩათვლით სრულად დახურულები იყვნენ. იგივე რეჟიმში გადასვლა მოუწიათ 2020 წლის ნოემბრიდანაც. დახურვის პირობებში, რეალიზაციის ერთადერთი პლატფორმა ონალინ გაყიდვებია.

მართალია, გამოძახების სერვისმა ბიზნესისთვის ტრადიციული მომსახურების შეჩერებით მიყენებული ზიანი ვერ დააკომპენსირა, თუმცა ფაქტია, რომ მომხმარებლებისათვის ეს საჭირო ტექნიკის შეძენის ერთადერთი გზა იყო. 1-ლი თებერვლიდან მაღაზიები გაიხსნა და შაბათ-კვირის გარდა მათ ჩვეულ რეჟიმში რეგულაციების დაცვით ფუნქციონირება შეუძლიათ.

,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა და გამოკითხა როგორც ქსელური, ასევე მცირე მაღაზიები იმასთან დაკავშირებით, თუ საოჯახო ტექნიკის რომელი სახეობა იყო ყველაზე მოთხოვნადი პანდემიის პირობებში საქართველოში და რაზე გაიზარდა მოთხოვნა:

  • სამზარეულოს კომბაინი
  • მიქსერი
  • გაზქურა
  • სარეცხი მანქანა
  • დახლ-მაცივარი
  • ჭურჭლის სარეცხი მანქანები

,,ბეკოში“ ასევე ამბობენ, რომ 1-ლი თებერვლის გახსნის შემდეგ განსაკუთრებით მოთხოვნადი გაზქურები და სარეცხი მანქანებია.

რაც შეეხება სხვა ტიპის ტექნიკას, ყველაზე მოთხოვნადი იყო:

  • პლანშეტები
  • ყურსასმენი (აქსესუარი)
  • მობილური ტელეფონები
  • კომპიუტერები

ტექნიკის მაღაზიები ე.წ. გაჯეტებზე მოთხოვნის ზრდას სწავლების და მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადასვლას უკავშირებენ.

თამარ მუკბანიანი