ვაკვირდებით, რა გავლენა იქონია გახსნამ. ჯერ არ არის გასული საკმარისი დრო იმისთვის, რომ დასკვნა გავაკეთოთ“,- ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, კითხვას, იგეგმება თუ არა „კომენდანტის საათის“ მოხსნა, ან შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვის გაუქმება.
ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში დიდი ოდენობით აქტივობები გაიხსნა და ქვეყანაში სტაბილიზაციის პერიოდია.
„ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და გეგმაზომიერად მივყვებით. ეს არის ყოველკვირეული გადახედვა ე.წ.დადებითობის მაჩვენებლის. ახლა საკმაოდ დიდი აქტივობები გავხსენით და სტაბილიზაციის პერიოდია. ვაკვირდებით, რა გავლენა იქონია ამ გახსნამ. ჯერ არ არის გასული საკმარისი დრო იმისთვის, რომ დასკვნა გავაკეთოთ. თუ დავინახეთ, რომ ამ გახსნებმა ჩაიარა უსაფრთხოდ, ყველამ დაიცვა წესები, არ გაგვიუარესდა ეპიდვითარება და დადებითობის მაჩვენებელი, უფრო შორს წავალთ. რომელი იქნება შემდეგი გადაწყვეტილება, ამაზე იმსჯელებს საბჭო“,-აცხადებს თურნავა.