„ბარში ჯაფარასთან“ – ზურა გირჩი ჯაფარიძე დღეს საღამოს დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარს გახსნის

ზურა გირჩი ჯაფარიძე დღეს საღამოს დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარს გახსნის. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით, თავად ჯაფარიძემ გაავრცელა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბარის გახსნა მიმართულია კორონა-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ

„13 თებერვალს, აღმაშენებლის 45-ში იხსნება ბარი "ჯაფარასთან". ბარის გახსნა არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და მიმართულია კორონა-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ. შესაბამისად, ბარი იმუშავებს ღამის საათებშიც. ბარი იმუშავებს მხოლოდ ქეშზე. გახსნა დაგეგმილია 19:00 საათისთვის,“-ნათქვამია ინფორმაციაში.

თაია არდოტელი