ზურა გირჩი ჯაფარიძე დღეს საღამოს დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარს გახსნის. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით, თავად ჯაფარიძემ გაავრცელა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბარის გახსნა მიმართულია კორონა-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ
„13 თებერვალს, აღმაშენებლის 45-ში იხსნება ბარი "ჯაფარასთან". ბარის გახსნა არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და მიმართულია კორონა-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ. შესაბამისად, ბარი იმუშავებს ღამის საათებშიც. ბარი იმუშავებს მხოლოდ ქეშზე. გახსნა დაგეგმილია 19:00 საათისთვის,“-ნათქვამია ინფორმაციაში.