აშშ-ის ახალი ხელისუფლება ევროპიდან იმპორტირებული საკვები პროდუქტების ნაწილზეახლახანს დაწესებულ საბაჟო ტარიფებს შეინარჩუნებს.
საუბარია, ღვინოზე, ყველსა და სხვა პროდუქციაზე. ამის შესახებ ნათქვამია, ამერიკის სავაჭრო საკითხებში წარმომადგენლის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასში ნათქვამია, რომ ამერიკის ხელისუფლება თანხმდება, რომ „ამ მომენტისთვის არ არის არანაირი წინაპირობა ამ რეგულაციების გაუქმების“, რომელიც შემოღებულ იქნა 45-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციის დროს. ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ვაჭრობის აპარატი „იმ ქმედებების განხილვას განაგრძობს, რამაც 2019 წელს ამ ტარიფების შემოღება გამოიწვია“.
ამერიკის სარესტორნო ბიზნესი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა, თხოვნით მიმართავს ახალ ხელისუფლებას, გააუქმოს ტრამპის დროს დაწესებული ტარიფები. ამ ტარიფების გაუქმებაზე განცხადება და მოწოდებები არაერთხელ გააკეთეს ევროპელმა ლიდერებმაც.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ 2019 წელს უფლება მისცა ამერიკის ხელისუფლებას დაებეგრა ევროპიდან იმპორტირებული 7,5 მილიარდი დოლარის ოდენობის პროდუქცია, რომელმაც თავის მხრივ დაარღვია Airbus -ის სუბსიდირების წესი. ეს დავა მხარეებს შორის 2004 წლიდან მომდინარეობს, მაშინ აშშ-ის ხელისუფლებამ ორგანიზაციას დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესპნეთისა და საფრანგეთის წინააღმდეგ საჩივრით მიმართა. ამერიკული ტარიფების ზრდა შეეხოთ ამ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საფრენ აპარატებსაც. ის ასევე შეეხო ფრანგულ ღვინოებს, შოტლანდიურ ვისკის და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ყველის იმპორტს.