ამერიკული კომპანია Google 76 მილიონ დოლარს გადაუხდის ცალკეულ ფრანგულ მედია კომპანიებს, რომელიც მათი პუბლიკაციების საკუთარ საიტზე გამოყენების გამო, კომპენსაციის სახით მიემართება. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
ორი დოკუმენტი, რომელიც სააგენტოს ჩაუვარდა ხელთ, მოიცავს ჩარჩო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით Google-ი მზადაა 121 ნაციონალურ და ადგილობრივ ფრანგულ მაუწყებელს წლიურად 22 მილიონი დოლარი გადაუხადოს, მას შემდეგ რაც მოხდება კონტრაქტის ინდივიდუალურად გაფორმება. მეორე დოკუმენტში ეს არის „სამშვიდობო შეთანხმება“, რომლის მიხედვითაც, Google მზადაა 10 მილიონი დოლარი გადაუხადოს ამავე ჯგუფს, რათა დასრულდეს მათსა და კომპანიას შორის მიმდინარე სასამართლო დავა ახლა და სამომავლოდაც, რომელიც დაკავშირებულია საავტორო უფლებების დარღვევასთან.
Google-ში უარი თქვეს ფაქტის კომენტირებაზე. მანამდე კი მხარეებს გაცხადებული ჰქონდათ, რომ მიაღწიეს შეთანხმებას, მათ შორის არსებულ საკამათო საკითხებზე.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში ევროკავშირმა მხარი დაუჭირა დირექტივას, რომელიც აძლიერებს კონტროლს ინტერნეტში საავტორო უფლებებზე. ის ამავდროულად უზრდის უფლებამოსილებას მედიებს, რომლებსაც უფლება აქვთ მათი მასალების ინტერნეტ-პლატფორმების მიერ გამოყენების შემთხვევაში ანაზღაურება მოითხოვონ.