უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიებმა Nvidia-იას გამსხვილების გამო მარეგულირებელს საჩივრით მიმართეს

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა Google-მ, Microsoft-მა და Qualcomm-მა ამერიკის ანტიმონოპოლიურ მარეგულირებელ ორგანოს საჩივრით მიმართეს, ტექნოლოგიური გიგანტის Nvidia-ს მიერ ბრიტანული Arm-ის შესაძლო შესყიდვის გამო. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.

სააგენტოს წყაროს ცნობით, კორპორაციებში შეშფოთებულნი არიან იმით, რომ Arm-ის შესყიდვამ შესაძლოა დიდი დარტყმა მიაყენოს კონკურენციას ჩიპების წარმოებაში.

როგორც Bloomberg წერს, Nvidia-ს მიერ Arm-ის შესაძლო შესყიდვა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ამერიკელი, ევროპელი, ბრიტანელი და ჩინელი მარეგულირებლები მასში კანონდარღვევას არ ნახავენ და ამ შერწყმას ხელს არ შეუშლიან.

სააგენტოს წყაროს თქმით, აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ, რომელიც შეთანხმებამდე განიხილავს პირობებს, მესამე მხარეს გაუგზავნა წერილები, რომლებიც შესაძლოა დაზარალდნენ Nvidia-ს მიზნის განხორციელების შემთხვევაში. მათი მკაფიო უკმაყოფილება კი სავარაუდოდ გავლენას იქონიებს მარეგულირებლის საბოლოო გადაწყვეტილებაზე ან Nvidia-ს შეაცვლევინებს შესყიდვის პირობებს.

კოკა კვირკველია