ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მოვაჭრე - თანამშრომელმა მითხრა, რომ ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი მილიონზე მეტია, რამდენად მართალია, არ ვიცი

„ელიავას ბაზრობის“ ერთ-ერთი მოვაჭრის ინფორმაციით, მას თანამშრომელმა უთხრა, რომ გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად ზარალი მილიონს შეადგენს. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

„თანამშრომელმა მითხრა რომ მილიონზე მეტია ზარალი, რამდენად არის სიმართლე არ ვიცი. ეს ყველაფერი დენიდან მოხდაო. შეიძლება დაზღვეულია, ამხელა ფართი ჰქონდა“, - აცხადებს ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი თანამშრომელი.

შეგახსენებთ, „ელიავას ბაზრობაზე“, სამშენებლო მასალების საწყობში, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს არსებობდა მცირედი დაკვამლიანება, რის გამოც თავიდან შემოწმდა ყველა კერა. მეხანძრე-მაშველების სამუშაოების დასრულების შემდეგ საწყობის ტერიტორიაზე ექსპერტ კრიმინალისტები შევლენ, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს დაიწყებენ.