3D-პრინტერით დამზადებული სახლი ამერიკაში, რომლის აშენებაც 50%-ით უფრო იაფი ჯდება (+ფოტო)

კომპანია SQ4D-მა მთლიანად 3D პრინტერის მეშვეობით ააშენა სახლი, რომელიც აშშ-ში მსგავსი ტექნოლოგიებით დამზადებული პირველი სახლია.

შენობა ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ რივერჰედში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 140 კვ.მ.-ია.

home1-1613289920.jpg

სახლში სულ 3 საძინებელი და 2 აბაზანაა მოწყობილი. შენობას ასევე აქვს ავტოფარეხი.

კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 3D სახლს სულ მცირე 50 წლიანი გარანტია აქვს და მისი ღირებულება 299 999 აშშ დოლარია.

მათი თქმით სახლი ეკო-მეგობრულია და ადამიანის ჯანმრთელობას არანაირ საფრთხეს არ უქმნის.

home3-1613289962.jpg

კომპანია SQ4D აღნიშნავს, რომ მომავალში 3D პრინტერით დამზადებული სახლები სულ უფრო პოპულარული გახდება და მალე მათი მასობრივი წარმოება დაიწყება. მათი თქმით, ჩვეულებრივთან შედარებით 3D ტექნოლოგიებით სახლის დამზადება 50%-ით უფრო იაფი ჯდება და ათჯერ უფრო სწრაფად შენდება.

home4-1613289984.jpg

homm-1613290031.jpg

ბექა ბერიაშვილი