მწვანე ლობიო - 50,9%-ით, ზეთი - 48.8%-ით, წიწიბურა - 42,96%-ით - 10 პროდუქტი, რომელიც იანვარში ყველაზე მეტად გაძვირდა

2021 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მონაემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 საკვებ პროდუქტს, რომელიც იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • მწვანე ლობიო - 50,9%-ით;
  • მზესუმზირის ზეთი - 48,8%-ით;
  • წიწიბურა - 42,96%-ით;
  • ლობიო ხმელი - 32,3%-ით;
  • მწვანილი -26,8%-ით;
  • ბოსტნეულის კონსერვი - 24,1%-ით;
  • ფორთოხალი - 23,5%-ით;
  • თევზის კონსერვი - 21,35%-ით;
  • ნაყინი - 20.9%-ით;
  • შაქარი - 20.7%-ით;
თამარ მუკბანიანი