შეზღუდვები, რომელიც დღეიდან იხსნება

კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი დღეიდან მოიხსნება.

უფრო კონკრეტულად:

  • დღეიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას
  • თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

შეგახსენებთ, რომ 8 თებერვლიდან საქართველოში უკვე ამოქმედდა მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში (თუმცა, არა საქალაქთაშორისო). საუბარია მეტროზე, ავტობუსსა და სამარშტურო ტაქსზე. ასევე, 8 თებერვლიდან, სრულად ამოქმედდა ღია და დახურული ტიპის ბაზრობები.

თუმცა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ამასთან, მთავრობა კვლავ ძალაში ტოვებს ე.წ. კომენდანტის საათს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე; დახურული რჩება მთის კურორტები და უმაღლესი სასწავლებლები.

ნინი ქეთელაური