"Fitch-ის განახლებული მონაცემები არის შესანიშნავი მაჩვენებელი, რომელიც ცხადყოფს ჩვენი სტრატეგიების სიმტკიცეს"

Fitch-მა დაადასტურა საქართველოს IDR რეიტინგი BB კატეგორიაში და განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ხელახლა არჩევამ განამტკიცა ეკონომიკური პოლიტიკის უწყვეტობა, მიუხედავად ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებული პოლიტიკური დაძაბულობისა, - ამის შესახებ საქარტელოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, Fitch-ის განახლებული მონაცემები არის შესანიშნავი მაჩვენებელი, რომელიც ცხადყოფს საქართველოს მთავრობის სტრატეგიების სიმტკიცეს.

“FitchRatings -ის განახლებული მონაცემები - შესანიშნავი მაჩვენებელი, რომელიც ცხადყოფს ჩვენი სტრატეგიების სიმტკიცეს. Fitch-მა დაადასტურა საქართველოს IDR რეიტინგი BB კატეგორიაში და განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ხელახლა არჩევამ განამტკიცა ეკონომიკური პოლიტიკის უწყვეტობა, მიუხედავად ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებული პოლიტიკური დაძაბულობისა", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.