იაპონიაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება

იაპონია კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციას მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იწყებს, - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში, პირველ რიგში, სამედიცინო მუშაკები აიცრებიან.

ცნობისათვის, იაპონიაში მოსახლეობის ვაქცინაცია Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებით განხორციელდება.

ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 414 472 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც ვირუსს 6 912 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.