Top-10 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს

2020 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მისო-ების ანგარიშგების მიხედვით, შარშან 40 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მთლიანად 4 145 ადამიანს ასაქმებდა. წინა წელს კი 48 მისო-ში 4 101 ადამიანი მუშაობდა.

ამასთან, 2020 წელს წინა წელთან შედარებით 384-დან 393-მდე გაიზარდა მისო-ების ფილიალებისა და სერვის-ცენტრების რაოდენობაც.

„ბიზნსპრესნიუსი“ გთავაზობთ top-10 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ყველზე მეტ ადამიანს ასაქმებს:

  • მისო კრისტალი - 1 037 დასაქმებული
  • რიკო ექსპრესი - 459 დასაქმებული
  • სვის კაპიტალი - 329 დასაქმებული
  • კრედიტ სერვისი - 320 დასაქმებული
  • ლაზიკა კაპიტალი - 280 დასაქმებული
  • ლიდერ კრედიტი - 250 დასაქმებული
  • ინტელექსპრესი - 215 დასაქმებული
  • მიკრო-ბიზნეს კაპიტალი - 182 დასაქმებული
  • ევრო კრედიტი - 150 დასაქმებული
  • ქართული კრედიტი - 129 დასაქმებული