საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. "სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 363 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 197 ტესტი ჩატარდა.