რამდენად გამარტივდა თვითდასაქმებულებისთვის სესხის აღების შესაძლებლობა?

2020 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებული 1 მილიონ 200 ათასზე მეტი მოქალაქიდან, თვითდასაქმებულთა რაოდენობა 400 ათასზე მეტს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის აღნიშნულ ნაწილს მათთვის საჭირო საბანკო პროდუქტებზე, განსაკუთრებით კი სესხზე წვდომა ჰქონდეს, რათა ცხოვრების პირობები და ხარისხი გაიუმჯობესოს.

თვითდასაქმებულთა პრობლემას როგორც წესი, შემოსავლების დადასტურება წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემოსავალს ისინი მუდმივად იღებენ, შეიძლება, საბანკო ბარათზე ხელფასი არ ერიცხებოდეთ და ბანკს სესხის გასაცემად საჭირო ინფორმაცია ვერ წარუდგინონ.

თვითდასაქმებულთა ჩამონათვალი ვრცელია: კურიერი, სახლის დიასახლისი, ვეტერინარი, გიდი, თარჯიმანი, ანიმატორი, ავტოსამრეცხაოში დასაქმებული, მეწაღე, მძღოლი, ავტოხელოსანი, ფოტოგრაფი, ძიძა, მზარეული და სხვა.

სახლის დიასახლისი, მარინა დაბახაშვილი გვიამბობს, რომ უკვე 60 წელს არის გადაცილებული და დიდი ხანია, დასაქმებულია, თუმცა შემოსავლების დადასტურებასთან დაკავშირებული პრობლემა მასაც ჰქონდა. ახლა გადაწყვიტა, ბანკს კრედიტისთვის მიმართოს, რადგან შეიტყო, რომ თვითდასაქმებულებისთვის საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა.

„ზოგადად, „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი ვარ. ბანკის თანამშრომელმა მითხრა, რომ სიახლეები აქვთ, ამიტომ გადავწყვიტე, ფილიალში მივიდე, პირობებს და ყველაფერს ადგილზე გავეცნობი. სტაბილურად ვარ დასაქმებული და მოხარული ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა უკვე ჩვენც გვაქვს. იმედია, ეს შეთავაზება ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას, ისარგებლოს საბანკო პროდუქტებით“, - აღნიშნა მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში.

54 წლის კახაბერ მახარაშვილიც თვითსადაქმებულია. ის ერთ-ერთ ტაქსის კომპანიაში მუშაობს, კერძო ავტომობილი ჰყავს და ყოველდღიურად ათობით მგზავრი გადაჰყავს. წლების განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა და საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

taxismdzgoli-1613373965.jpg

მასაც დასჭირდა ფულად რესურსებზე წვდომა, ამიტომ ბანკს მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქმებულია, სტაბილური სამსახურის გათვალისწინებით, კრედიტი შეუფერხებლად დაუმტკიცეს.

„მე ტაქსიზე ვარ თვითდასაქმებული, საკუთარი მანქანა მყავს. როცა გავიგე ამ შეთავაზების შესახებ, „საქართველოს ბანკს“ მივმართე და სესხი უპრებლემოდ გამოვიტანე. ამისთვის კი ბანკში წარვადგინე ჩემ შესახებ ინფორმაცია. როცა ნახეს, რომ ჩემი შემოსავალი სტაბილურად მქონდა, მარტივად ვისარგებლე ამ შეთავაზებით“, - გვიამბო მან.

თვითდასაქმებულთათვის განკუთვნილი სიახლეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად „საქართველოს ბანკს“ დავუკავშირდით. ბანკში განგვიმარტეს, რომ თვითდასაქმებულ პირებს, რომელთა რაოდენობაც ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდია, ახალი ბინის, ავტომობილის თუ სხვადასხვა ნივთის შესაძენად თანხის მიღება ამიერიდან მარტივად შეუძლიათ.

დაინტერესებულ პირებს, როგორც აქამდე, ამჯერადაც დასჭირდებათ, ბანკის თანამშრომელს სამუშაო ადგილის და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. შემდეგ კი შეძლებენ სასურველი საბანკო პროდუქტით ისარგებლონ.

„საქართველოს ბანკში“ აღნიშნავენ, რომ დიდი ხანია, თვითდასაქმებულთა მხრიდან სხვადასხვა შეღავათის მიღებისა და ფინანსურ რესურსზე უფრო გამარტივებული წვდომის სურვილს ხედავენ, ამიტომ ამისთვის შესაბამისი პირობები შექმნეს:

„საქართველოს ბანკი” აქტიურად მუშაობს, რათა მომხმარებელს უფრო მეტი შესაძლებლობა შეუქმნას სხვადასხვა პროდუქტის თუ სერვისის შეთავაზებითა და მათზე წვდომით. მოხარული ვართ, რომ თვითდასაქმებულებს ახალი ინიციატივა შევთავაზეთ. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადეთ ყველა ის საბანკო პროდუქტი, (იქნება ეს სამომხმარებლო სესხი, იპოთეკა სახლის შეძენისათვის თუ მისი რემონტისათვის) რომლითაც თვითდასაქმებული პირები აქამდე ვერ ახერხებდნენ სარგებლობას. შესაბამისად, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საჭირო თანხა საკუთარი სურვილებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ამ და სხვა მიმართულებებით მომხმარებლის ინტერესების შესაბამისი სერვისებისა თუ პროდუქტების შექმნას და აქტიურად მუშაობას რადგან გვჯერა, რომ ერთმანეთის შესაძლებლობები უსაზღვროა“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

თვითდასაქმებულთათვის განახლებული შესაძლებლობების, პროფესიებისა და სამუშაო ადგილების ჩამონათვალის შესახებ კი დეტალური ინფორმაციის მიღება შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ: https://bankofgeorgia.ge/ka/retail/loans/loan-for-selfemloyed