Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2915 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2915 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2930 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 12 თებერვალს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2888 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9824 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.