„კომენდანტის საათის“ მოხსნის რეკომენდაცია მაშინ გაიცემა, როდესაც ეპიდსიტუაცია მყარად სტაბილური იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნა არ არის რეკომენდირებული.
„კომენდანტის საათის“ მოხსნის რეკომენდაცია მაშინ გაიცემა, როდესაც ეპიდსიტუაცია მყარად სტაბილური იქნება. როდესაც მთლიანად მთელ ქვეყანაში მაჩვენებლები - შვიდდღიანი ინციდენტობა, 14 დღიანი ინციდენტობა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი, საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი, რეანიმაციებში ავადმყოფთა რაოდენობის მაჩვენებელი, სასუნთქ აპარატზე ადამიანების რაოდენობა იქნება ისეთი, რომელიც მოგვცემს საშუალებას კიდევ შემდგომი ნაბიჯი გადავდგათ. ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნა არ არის რეკომენდირებული, ეს უნდა მოხდეს თანდათანობით, დღეს ძალიან დიდი შეზღუდვა მოიხსნა, რაც მობილობის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ათი დღე, ორი კვირა უნდა დავუკვირდეთ მდგომარეობას და შემდეგ უკვე შემდეგ შემსუბუქებაზე ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.