Coca-Cola სასმელის ჩამოსხმას ქაღალდის ბოთლებში დაიწყებს

წელს ზაფხულიდან კომპანია Coca-Cola დაიწყებს ქაღალდის ბოთლებში სასმელის ჩამოსხმას. ექსპერიმენტი ჩატარდება სტარტეგია „მსოფლიო ნარჩენების გარეშე“ ფარგლებში.

პირველი ქვეყანა, სადაც „შეფუთვის ინოვაციურ ფორმატს“ წარმოადგენენ, გახდება უნგრეთი. ქაღალდის ბოთლებში ჩამოისხმევა სასმელი Adez. სერია იქნება შეზღუდული - სულ 2 ათასი 250 მილილიტრიანი ბოთლით.

აღსანიშნავია, რომ Coca-Cola-მ გასულ წელს ბრიუსელში წარმოადგინა ქაღალდის ბოთლები. უნგრეთში დაგეგმილი ტესტირების ფარგლებში, კომპანია განსაზღვრავს, რამდენად გაუმკლავდება ასეთი შეფუთვა მასზე დაკისრებულ ფუნქციას და როგორი რეაქცია ექნება მომხმარებელს.

კოკა კვირკველია