Tesla ინდოეთში ქარხანას ააშენებს

ილონ მასკის კუთვნილი კომპანია Tesla მიმდინარე წელს აპირებს დაიწყოს ქარხნის მშენებლობა ინდოეთში. ამის შესახებ ინფორმაციას ინდური The Hindustan Times ავრცელებს.

"Тesla მზადაა ინდოეთში დებიუტისთვის და მისი პირველი საწარმო ამ ქვეყანაში ქვეყნის სამხრეთით კარნატაკას შტატში აშენდება“, - წერს გამოცემა ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.

აღსანიშნავია, რომ 8 იანვარს Tesla-მ კარნატაკას დედაქალაქ ბანგალორში, შვილობილი კომპანია - Tesla India Motor and Energy Private Limited - დაარეგისტრირა.

Тesla გეგმავს მაქსიმალურად აითვისოს ელქტრომობილების ადგილობრივი ბაზარი, რომელიც ინდოეთში ახლა ყალიბდება. ამერიკულ კომპანიას შეუძლია დააჩქაროს ეს პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწარმი არ არის იაფი.

The Hindustan Times-ის ცნობით, ამერიკელები ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი მოდელის წარმოებას დაიწყებენ ადგილზე. აწარმოებენ იმ მოდელს, რომელიც სპეციალურად იქნება განკუთვნილი განვითარებადი ქვეყნებისთვის. სავარაუდოდ, საუბარია Model 3 და Model Y მოდელების იაფ ვარიანტებზე, რომლის მგავსს ის უკვე აწარმოებს შანხაის გიგაქარხანაში.

კოკა კვირკველია