ალდაგში მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა 5 ლარიდანაა შესაძლებელი

მპპდ - იგივე მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევა ალდაგის პროდუქტია, რომელიც მძღოლს მესამე პირთან პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. თუკი მძღოლი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სხვის ავტომობილს, ჯანმრთელობას ან ფიზიკური პირისა თუ სახელმწიფო ქონებას დააზიანებს, ის მოულოდნელი ფინანსური ხარჯებისგან თავისუფლდება.

პროდუქტის ღირებულება თვეში 5 ლარიდან იწყება და იდეალურია მოულოდნელი შემთხვევებისას მსხვილი ხარჯების თავიდან ასაცილებლად.

“მპპდ-ს მთავარი უპირატესობა მისი ხელმისაწვდომობა და სიმარტივეა, თვეში 5 ლარიდან დაზღვეულს შეუძლია საკუთარი ბრალეულობით გამოწვეული ხარჯების 20.000 ლარამდე ანაზღაურება, რაც ნიშნავს, რომ ძვირადღირებული ავტომობილის დაზიანების შემთხვევაშიც კი მძღოლი გაუთვალისიწნებელი ხარჯებისგან თავისუფალი იქნება” - აცხადებენ ალდაგში.

მპპდ-ს სხვადასხვა ტიპის პაკეტი არსებობს და თითოეული მათგანი განსხვავდება ანაზღაურების ლიმიტის მიხედვით. მისი შეძენა კი მარტივადაა შესაძლებელია ონლაინ - გვერდზე.

(R)