იანვარში საარსებო მინიმუმი 3.1 ლარით გაიზარდა

2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3.1 ლარით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 195.6 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2020 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 192.5 ლარი იყო.

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 1,4 ლარით არის შემცირებული. შარშან იანვარში საარსებო მინიმუმი 197 ლარს შეადგენდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარში დეკემბერთან შედარებით 2,7 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 173.2 ლარი გახდა. დეკემბერში ეს თანხა 170.5 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან იანვარში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 174.4 ლარს შეადგენდა.

თაია არდოტელი