იტალიამ სათხილამურო კურორტებისა და ადგილების გახსნა 5 მარტამდე გადადო, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, გადაწყვეტილების მიზანი კორონავირუსის ახალი ე.წ. „ბრიტანული ვარიანტის“ გავრცელების შეჩერებაა.
იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ განაცხადა, რომ მან ახალ ზომებს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის მონაცემებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევების 17.8% ე.წ. „ბრიტანულ“ ვარიანტზე მოდის.
ცნობისათვის, იტალიაში სათხილამურო კურორტები დღეს უნდა გახსნილიყო.