ნებისმიერი სირთულის ტექსტის თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება translate.ge-ის საშუალებით

ყოველდღიური საქმიანი ცხოვრების განმავლობაში ბევრ ადამიანსა თუ კომპანიას უწევს უცხოენოვან ტექსტებთან მუშაობა.

თარჯიმნის მოძიება, რიგში დგომა, დროის შეთანხმება და მხოლოდ ამის შემდეგ სასურველი შედეგის მიღება 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევას - დროის დაზოგვასა და მის რაციონალურ გამოყენებას - ვერ პასუხობს.

ამას თან ერთვის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები და ლოგიკური მოთხოვნილება, რომ სასურველი სერვისის მიღება სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შევძლოთ. სწორედ ასეთ მომსახურებას გთავაზობთ translate.ge - პლატფორმა, სადაც ნებისმიერი სირთულის ტექსტს პროფესიონალი, სერტიფიცირებული თარჯიმნები თარგმნიან, საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტს ნოტარიულადაც დაამოწმებენ და სასურველ მისამართზე მოგართმევენ.

პროფესიონალი თარჯიმნები და ნებისმიერი სირთულის ტექსტის თარგმნა

მომხმარებელს სასურველი ტექსტის თარგმნისთვის საიტზე online.translate.ge მარტივი და მოსახერხებელი დიზაინი ხვდება. თავდაპირველად მომხმარებელი ირჩევს, რომელი ენიდან რომელ ენაზე სურს თარგმნა. ამჟამად საიტზე ხელმისაწვდომია 9 ენა: ქართული, ინგლისური, რუსული, თურქული, ესპანური, ფრანგული, უკრაინული, გერმანული და ჩინური.

ენების შერჩევის შემდეგ მომხმარებელი თავად ირჩევს, თუ რა ფორმით სურს სათარგმნი ტექსტის შეყვანა: ფაილის/დასკანერებული დოკუმენტის ატვირთვა ან ტექსტის ხელით შეყვანა. მომხმარებელი იმის მიხედვით აკეთებს არჩევანს, თუ რა ფორმით არის წარმოდგენილი მის ხელთ არსებული დოკუმენტი.

მეტი სიზუსტისთვის სასურველია მომხმარებელმა მონიშნოს ისიც, თუ რა ტიპის ტექსტის თარგმნა სურს: სტანდარტულის, იურიდიულის, სამედიცინო სფეროსი თუ სხვ.

დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმების შესაძლებლობა

თუკი მომხმარებელს დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმება სჭირდება, ამისთვის დროის დახარჯვა და ნოტარიუსის ძებნა აღარ არის აუცილებელი. online.translate.ge-ის დახმარებით შესაძლებელია მომხმარებელმა დოკუმეტი ნოტარიულად დაამოწმოს და მიიღოს ადგილზე კურიერის საშუალებით.

მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ატვირთავს მისთვის სასურველ დოკუმენტს და მიუთითებს, რომ მისი ნოტარიულად დამოწმება სურს, პლატფორმა მას შესაბამის თარჯიმანთან გადაამისამართებს. თარგმნის პროცესის დასრულების შემდეგ თარჯიმანი უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტის თარგმანისა და სისწორის ნოტარიულად დამოწმებას. ამის შემდეგ მომხმარებელი კურიერის მეშვეობით მიიღებს დოკუმენტს ადგილზე. ამ სერვისის დახმარებით ადამიანებს აღარ სჭირდებათ ნოტარიუსის ოფისის ძებნა, დაუსრულებელ რიგში დგომა და უამრავი ბიუროკრატიული პროცესის გავლა.

აღსანიშნავია, რომ თარჯიმანი ემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს და ანგარიშსწორებაც დისტანციურად, ვებ-გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი.

(R)