რუსეთმა ლიდერობა დაკარგა - საიდან გადმოირიცხა ყველაზე დიდი მოცულობის თანხა საქართველოში

2021 წლის იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 19,1%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარში უცხოეთიდან სულ 149.7 მლნ დოლარი გადმოირიცხა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი გზავნილების მოცულობამ 125,6 მლნ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ გზავნილების მოცულობის მიხედვით, პირველად რუსეთმა ლიდერის პოზიცია დაკარგა, 2021 წლის იანვარში ყველაზე დიდი ფულადი ნაკადი საქართველოში იტალიიდან შემოვიდა.

Top-10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე დიდი მოცულობის თანხა გადმოირიცხა:

  • იტალია - 27.3 მილიონი დოლარი
  • რუსეთის ფედერაცია - 23.1 მილიონი დოლარი
  • საბერძნეთი - 18.6 მილიონი დოლარი
  • აშშ -18.07 მილიონი დოლარი
  • ისრაელი - 13.1 მილიონი დოლარი
  • თურქეთი - 7.1 მილიონი დოლარი
  • უკრაინა - 6.4 მილიონი დოლარი
  • გერმანია - 6.06 მილიონი დოლარი
  • აზერბაიჯანი - 5.3 მილიონი დოლარი
  • ესპანეთი - 3.5 მილიონი დოლარი