არქეოლოგებმა ეგვიპტეში მასშტაბური, 5 000 წლის წინანდელი ლუდის ქარხანა აღმოაჩინეს. ქალაქ აბიდოსში გათხრებს ეგვიპტურ-ამერიკული გუნდი აწარმოებდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, სწორედ მათ აღმოაჩინეს 40 ქოთანი, რომლებსაც მარცვლეულისა და წყლის ნარევის გასათბობად, ლუდის დასამზადებლად იყენებენ.
“სიძველეთა საბჭოს“ ცნობით, სავარაუდოდ ლუდსახარში ეგვიპტის მეფის, ნარმერის ეპოქას მიეკუთვნება.
საბჭო იუწყება, რომ აღმოჩენას თამამად შეიძლება ეწოდოს “მსოფლიოში ყველაზე ძველი ლუდსახარში.“
მეფე ნარმერი ეგვიპტეს 5 000-ზე მეტი წლის წინ მართავდა. მან დააარსა პირველი დინასტია.
“ეგვიპტის სიძველეთა საბჭოს“ გენერალური მდივნის, მუსტაფა ვაზირის თქმით, ლუდსახარში შედგებოდა 20-მეტრიანი, 40 თიხის ჭურჭლისგან, რომლებიც ორ რიგად იყვნენ გაყოფილნი. მარცვლეულისა და წყლის ნარევი, რომელიც ლუდის წარმოებისთვის იყო გამოყენებული, თბებოდა თიხებში. ფიქრობენ, რომ ქარხანაში დაახლოებით 22,400 ლიტრი ლუდის წარმოება ხდებოდა.
აბიდოსი ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია.