საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. "სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 377 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 20 549 ტესტი ჩატარდა.