ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ უბანში კომპანია „არქიგრამმა“ დაიწყო ახალი პროექტის „ცენტრალ თაუერის“ განხორციელება, რომელიც ს. ცინცაძის N57-ში, თბილისის ცენტრალურ პარკთან სულ რაღაც 400 მეტრში მდებარეობს.
პროექტი მოიცავს ლობის კონსიერჟის მომსახურებით, დახურულ საცურაო აუზსა და ფიტნეს დარბაზს, სპორტულ მოედანს, საბავშვო, კომერციულ, საქმიანი ბიზნეს შეხვედრების შესაბამისი სივრცეებსა და საპიკნიკე ტერიტორიებს. ასევე, ცენტრალ თაუერში სრულად იქნება გათვალისწინებული უსაფრთხოების საკითხი, უფრო კონკრეტულად კი - იზოლირებული ეზო შლაგბაუმითა და დაცვის სამსახურით.
პროექტში 3 200 კვადრატული მეტრი ფართობი რეკრეაციულ ტერიტორიას მოიცავს და მშვიდად და კომფორტულად ცხოვრებისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს. „ცენტრალ თაუერიდან“ ყოფილი იპოდრომის ტერიტორია და ახლა უკვე თბილისის ცენტრალური პარკი 5 წუთის სავალზეა, შესაბამისად, ის დედაქალაქის ცენტრში, ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ტერიტორიას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური პარკისა და „ცენტრალ თაუერის“ სამშენებლო სამუშაოების დასრულება ერთმანეთს დაემთხვევა. როგორც წესი, მათ, ვისაც გამწვანებულ გარემოში სურს ცხოვრება, არჩევანს გარეუბნებში არსებულ კომპლექსებზე აჩერებს, თუმცა ამგვარი მახასიათებლის მქონე პრემიუმ კლასის საცხოვრებელი უკვე ქალაქის ცენტრშიც ხელმისაწვდომია.
15-სართულიანი „ცენტრალ თაუერის“ სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ნოემბერში დაიწყო და მას კომპანია „არქიგრამი“ ახორციელებს, რომელსაც არქიტექტურის, დაგეგმარებისა და დიზაინის მიმართულებით, 7-წლიანი გამოცდილება აქვს.
„ცენტრალ თაუერი“ მოიცავს პრემიუმ კლასის აპარტამენტებს და ისეთ საჭირო სივრცეებს, რომელიც მის ბინადარს ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. ვფიქრობთ, ჩვენმა გუნდმა მაქსიმალურად სცადა და მოახერხა კიდეც, დაეკმაყოფილებინა ბაზრის ყველა მოთხოვნა და გამოწვევა. პანდემიამ კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა, რამდენად საჭიროა ისეთი საცხოვრებელი სივრცე, სადაც ადამიანი კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო მომსახურებებს მიიღებს. ყველა აღნიშნული მოთხოვნის გათვალისწინებით, „ცენტრალ თაუერში“ განთავსდება ისეთი სივრცეები, როგორებიცაა ლობი კონსიერჟის მომსახურებით, ბიზნეს სივრცე, საცურაო აუზი, ფიტნეს დარბაზი, სპორტული მოედანი, რეკრეაციული, მოსასვენებელი და საბავშო სივრცეები. ჩვენი კომპანიის უმთავრესი მიზანია, დროის შესაბამისი არქიტექტურული სივრცეების შექმნა და მოწყობა“, - განგვიმარტა „არქიგრამის“ დირექტორმა ნინო ნუცუბიძემ.
„ცენტრალ თაუერის“ ვიზუალი ორგანულად ერწყმის ქალაქის ცენტრალური უბნის არქიტექტურას და უფრო მიმზიდველ იერსახეს სძენს მას.
„ცენტრალ თაუერი“ გამოირჩევა თანამედროვე ვიტრაჟული და ტერასული არქიტექტურით, რაც ბინებს მეტად მყუდროს და ნათელს ხდის. სივრცითი დაგეგმარებისა და მოწყობის დროს ჩვენმა გუნდმა მაქსიმალურად ეფექტურად აითვისა გარე და შიდა სივრცეები და მოარგო მრავალფუნქციური კომპლექსის ევროპულ სტანდარტებს. პროექტის არქიტექტურას ჰარმონიულად ერწყმის სწორად შერჩეული ექსტერიერის, ლანდშაფტისა და ინტერიერის დიზაინი. „ცენტრალ თაუერის“ როგორც არქიტექტურა, ასევე შიდა და გარე სივრცეების მოწყობა მაქსიმალურად პასუხობს თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს. იმისათვის, რომ კომპლექსში უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, მოეწყობა თანამედროვე ევროპული სტანდარტის სახანძრო სისტემები. უფრო კონკრეტულად კი დამონტაჟდება ავტოსაშხეფი, სახანძრო განგაშის, ცეცხლაღმოჩენი, კვამლის საკონტროლო, სახანძრო მილდგარების და ავარიული განათების სისტემები. კომპლექსის მცხოვრებლები, ასევე, ისარგებლებენ შიდა 2-დონიანი და გარე ავტოსადგომებით, რაც დამატებით კომფორტს შექმნის“, - აღნიშნავს პროექტის მთავარი არქიტექტორი გაბრიელ გურგენიძე.
„ცენტრალ თაუერის“ ყველა ბინა ბარდება ლურჯი კარკასის მდგომარეობით, რაც თანამედროვე ქართული დეველოპერული სექტორისთვის ახალ სიტყვას წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის პარტნიორია „საქართველოს ბანკი“, რაც დამატებით იძლევა იმის გარანტიას, რომ პროექტი დათქმულ ვადებში დასრულდება. რაც შეეხება კომპანია „არქიგრამს“, ის ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს და არქიტექტურის, მშენებლობის და უძრავი ქონების განვითარება-მართვის მიმართულებით მდიდარი გამოცდილება აქვს, რაც „ცენტრალ თაუერის“ მობინადრეებს დაუზოგავს დროსა და რესურსს. კომპანიის უმთავრესი მიზანია, ეკოლოგიური, ევროპული ხარისხისა და დროის შესაბამისი არქიტექტურული სივრცეების შექმნა. „არქიგრამს“, როგორც დეველოპერულ კომპანიას უკვე აქვს განხორციელებული ერთი პროექტი ხილიანზე ს.ნასიძის N2-ში და ასევე, მუშაობა მიმდინარეობს ორ სამომავლო პროექტზე ვაშლიჯვარსა და დიდ დიღომში.
(R)