პირველად ისტორაში ჩინეთი ევროკავშირის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა. შედეგად კი მან ჩაანაცვლა აშშ. ამის შესახებ ევროკომისიის სტატისტიკის სააგენტოს ევროსტატის ანგარიშშია აღნიშნული.
„2020 წელს ჩინეთი ევროკავშირის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა“ - წერია ანგრაიშში.
გასულ წელს ევროკავშირში ჩინეთიდან იმპორტის მოცულობა 5,6%-ით 383,5 მილიარდ ევრომდე გაიზარდა, ჩინეთში ექსპორტი კი 2,2%-ით 202,5 მილიარდ ევრომდე. შტატებიდან ევროპაში იმპორტი 13,2%-ით 202 მილიარდ ევრომდე შემცირდა, ხოლო ექსპორტმა 8,2%-ით იკლო 353 მილიარდ ევრომდე.
ამასთან, პანდემიის გარდა სავაჭრო დინამიკაში არცთუ უმნიშვნელო ცვლილება შეიტანა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ.