საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 923.1 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 6.2%-ით მეტია. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 449.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.7 %-ით აღემატება.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა 11%-ით შემცირდა და 793.0 ათასი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 155.2 ათასი სული იყო, რაც 0.2%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
რაც შეეხება ფრინველის რაოდენობას, 9.9 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.7%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და წვრილფეხა პირუტყვის სულადობა, აგრეთვე, ფრინველის რაოდენობა 2016-2020 წლების ბოლოს არსებული მდგომარეობით.