როგორია რძის, ხორცისა და კვერცის წარმოების დინამიკა საქართველოში

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 99.7 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.3 %-ით მეტია.

ამასთან, 2020 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 572.5 მლნ. ლიტრით განისაზღვრა, რაც 1.9%-ით აღემატება 2019 წლის შედეგს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 22.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.2 %-ით მეტია. 2020 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 69.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს უტოლდება.

რაც შეეხება კვერცხის წარმოებას, 2020 წლის IV კვარტალში 162.6 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.3 %-ით ნაკლებია. 2020 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 645.3 მილიონი ცალი და 2019 წელთან შედარებით 2.4 პროცენტით ნაკლები შეადგინა.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია 2016-2020 წლებში წარმოებული მეცხოველეობის პროდუქტების დინამიკა.

rdzis-warmoeba-1613470036.png

xorcis-warmoeba-1613470063.png

kvercxos-warmpeba-1613470081.png

ნინი ქეთელაური