შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 940 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოვლინდა. „16 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოსა და მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ჯამში 940 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ. აღნიშნულ ფაქტებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი, ხოლო საქმეთა მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.