2021 წლის იანვარში საქართველოდან უცხოეთში 17, 230 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4,67 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში ქვეყნიდან უცხოეთში 21,900 მლნ აშშ დოლარი გაიგზავნა.
აღსანიშნავია, რომ როგორც შარშან, წელსაც გადარიცხვებში ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის. ათეულშია თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, საბერძნეთი და ა.შ.
10 ქვეყანა, სადაც 2021 წლის იანვარში ყველაზე მეტი ფული გადაირიცხა:
ცნობისთვის, 2021 წლის იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 19,1%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარში უცხოეთიდან სულ 149.7 მლნ დოლარი გადმოირიცხა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი გზავნილების მოცულობამ 125,6 მლნ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ გზავნილების მოცულობის მიხედვით, პირველად რუსეთმა ლიდერის პოზიცია დაკარგა, 2021 წლის იანვარში ყველაზე დიდი ფულადი ნაკადი საქართველოში იტალიიდან შემოვიდა.