საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის შემოსავლელ გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
უწყების ცნობით, მიზეზი ინტენსიური თოვაა.
„ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.