წყნეთი-ბაგების ცენტრალურ გზაზე მოძრაობა პარალიზებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა განუცხადეს, გზაზე გადაადგილებას ვერც საზოგადოებრივი და ვერც კერძო ტრანსპორტი ვერ ახერხებს.
მათივე ინფორმაციით, მძღოლებმა ტრანსპორტი გააჩერეს და მოქალაქეები გზას ფეხით აგრძელებენ.
„გაჩერებულია როგორც საზოგადოებრივი, ასევე კერძო ტრანსპორტი. გზის გამწმენდი სპეციალური ტექნიკაც მუშაობს, იმედია მალე გაიხსნება გზა. ასევე წყნეთში ერთი ავტოსაგზაო შემთხვევაც მოხდა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.