აფზახეთში ელექტროენერგიის მოხმარება რეკორდულ მაჩვენებელზეა

აფზახეთში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება.

,,ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარში ოკუპირებულმა რეგიონმა 317.023 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2020 წლის იანვარში რეგიონმა 272.808 მლნ კვტ-სთ დენი მოიხმარა. წინა წლებში კი იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო მაჩვენებელი 245-250 მლნ კვტ-სთ-ს ფარგლებში იყო.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთს ,,ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს საქართველოს სახელმწიფო უფასოდ აწვდის. 2020 წელს ოკუპირებულმა რეგიონმა 2552.4 მლნ/კვტსთ ენერგია მოიხმარა, რაც 24%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მაშინ დე ფაქტო რესპუბლიკამ 2059.9 მლნ კვტ.სთ დენი მოიხმარა.