მიმდინარეობს ე.წ. ყვითელი მარშუტკების ჩანაცვლება, ორშაბათიდან დამატებით კიდევ 180 მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა.
როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, ყვითელი მიკროავტობუსები უმძიმეს მდგომარეობაშია.
„თქვენ იცით რომ შევიძინეთ 300 მიკროავტობუსი, მიმდინარეობს ე.წ. ყვითელი მარშუტკების ჩანაცვლება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და პრობლემას წარმოადგენს მგზავრებისთვის. ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს ამ მიკროავტობუსებს. შესაბამისად, ჩანაცვლების პროგრამა დაწყებულია, 300 ერთეული შესყიდულია, ამის პრეზენტაცია გვქონდა. 300 ერთეულიდან 120 მიკროავტობუსი უკვე ხაზზე იყო გაშვებული, ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობებით არის აღჭურვილი, რაც მიკროავტობუსს სჭირდება, ორშაბათიდან დამატებით კიდევ 180 მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი საინტერესო კომპონენტისგან შედგება. ავტობუსების ჩანაცვლება-განახლება დაწყებულია, წლის ბოლოს მთლიანად ჩანაცვლების პროცესი დასრულებული იქნება. შესყიდული გვაქვს ავტობუსები, ველოდებით მათ შემოსვლას და ყვითელი ავტობუსები აღარ ივლიან. პარალელურად მიმდინარეობს მიკროავტობუსების ჩანაცვლება, 300 ერთეული შეიძინა მერიამ“,-აცხადებს კახა კალაძე.