Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.3000 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3000 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2990 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 16 თებერვალს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2985 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0130 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.