პარლამენტმა, პირველი მოსმენით, ღია სივრცეებში პირბადის ტარებასთან დაკავშირებულ ჯარიმებზე საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო.
77-ხმით მხარი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს დაუჭირეს, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, პანდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის.
კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, პანდემიის და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისათვის.
პროექტში მითითებულია, რომ პირბადის ტარების წესს (მათ შორის, ღია საჯარო სივრცეში და დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესს) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.